• 22/05/2018
    PHR-ის იურისტმა გორში ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა


    შიდა ქართლი. არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) იურისტმა გორის მუნიციპალიტეტში მდებარე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრში" ქმედუნარიანობის რეფორმის შესახებ სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.
    შეხვედრას ესწრებოდნენ: ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები და დაინტერესებული პირები. შეხვედრაზე, რომელიც დისკუსიის რეჟიმში წარიმართა, ისაუბრეს ქმედუნარიანობის რეფორმის არსისა და მნიშვნელობის, ამ მიმართულებით განხორციელებული ცვლილებებისა და მხარდამჭერთა უფლება-მოვალეობების შესახებ.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]