• 24/05/2018
    საია მიიჩნევს, რომ ნიკა გორგილაძის უსაფრთხოებას რეალური საშიშროება ემუქრება


    თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აცხადებს, რომ ნიკა გორგილაძეს, რომელიც 17 მაისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან მიმდინარე ანტიჰომოფობიურ აქციაზე დაზარალდა, რეალური საფრთხე ემუქრება.
    „ნიკა გორგილაძე მუდმივად იღებს მუქარის შემცველ გზავნილებს სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე, ნიკას განცხადებით, იგი ყოველდღიურად ხდება აგრესიისა და შეურაცხყოფის მსხვერპლი ქუჩასა თუ საზოგადოებრივ ტრანსპორტში", - ნათქვამია საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „ნიკა გორგილაძის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით საიამ როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურას მიმართა და ითხოვა ზემოაღნიშნულ ფაქტებზე რეაგირების განხორციელება, ხოლო ნიკას მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენება".
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი


 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]