25 მაისს, 13:00 საათიდან, ევროკავშირის ლურჯი ავტობუსი მარნეულში გააჩერებს. ავტობუსის მგზავრები არასამთავრობო ორგანიზაცია ირის ჯგუფისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის წარმომადგენლები არიან, რომლებიც საინფორმაციო ტურის ფარგლებში სწორედ ამ დღისთვის მარნეულს ესტუმრებიან. ისინი მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მცირე და საშუალო ბიზნესში ჩართულებს, მეწარმეებს, ფერმერებს, დაინტერესებულ მოქალაქეებსა და გამვლელებს თავიანთი ბიზნესისა თუ ბიზნეს იდეების განვითარების, სამეწარმეო საქმიანობის პოტენციალისა და ახალი შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.
მისამართი: მარნეული, ჯავახიშვილის სკვერი; (13:00 – 14:30); მარნეული, მარნეულის ბაზარი. (15:00 – 18:00)