• 29/05/2018
    ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და ვიშეგრადის ქვეყნებში


    თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს ბლოგპოსტს: ღია მონაცემების ხელმისაწვდომობა საქართველოსა და ვისეგრადის ქვეყნებში.
    „სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, სლოვაკეთმა და ჩეხეთმა, შედარებით უკეთესი შედეგები აჩვენეს ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ეს მნიშვნელოვნად განპირობებულია ამ ქვეყნებში საკანონმდებლო დონეზე ღია მონაცემების განმარტებისა და გამოქვეყნების სტანდარტების არსებობით. ამიტომაც, აუცილებელია, რომ საქართველოს მთავრობამ და იუსტიციის სამინისტრომ დააჩქარონ პარლამენტში - ინფორმაციის თავისუფლების შესახებ - ახალი კანონპროექტის წარდგენა, სადაც აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იყოს ღია მონაცემთა გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის საკითხები", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: idfi.ge

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]