თბილისი. 30 მაისს, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (SIDA) თანამშრომლობის 4-წლიან ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.
„მომავალი 4-წლიანი თანამშრომლობის ფარგლებში, SIDA-ს მხარდაჭერით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" ახალი იდეებითა და ინიციატივებით აქტიურად განაგრძობს მუშაობას ანტიკორუფციული პოლიტიკის გასაძლიერებლად, კარგი მმართველობის პრინციპების გასამყარებლად, ხელს შეუწყობს სასამართლო რეფორმის ეფექტურობას, პლურალისტური მედია გარემოს შეუქცევადობას, მოქალაქეებს გაუწევს უფასო იურიდიულ დახმარებას, წაახალისებს მოქალაქეთა ჩართულობას დემოკრატიულ პროცესებსა და ქვეყნის ევროპული და ევრო-ატლანტიკური კურსის მხარდასაჭერად", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში