სამეგრელო. 9 ივლისს, ასოციაცია „ათინათის" ახალგაზრდული ცენტრის წევრმა ანა ცირდავამ თანატოლთა განათლების ტრენინგი ჩაატარა თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი და მოხალისეობა".
„მონაწილეებმა განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სამოქალაქო საზოგადობის არსებობის მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში, აქტიური მოქალაქეების საქმიანობის განსაზღვრა, მათი უფლებების და მოვალეობის შეფასება. აგრეთვე, ახალგაზრდებმა ისაუბრეს მოხალისეობრივი საქმიანობის წარმოშობასა და დღესდღეობით, მასთან დაკავშირებულ სოციალურ პრაქტიკაზე.
ტრენინგის ბოლოს მოეწყო მცირე დებატები მოხალისეობრივი საქმიანობის დადებითი და უარყოფითი მხარეების შესახებ", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი სოციალურ ქსელში