• 29/11/2018
    TI: 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის საბოლოო შეფასება


    თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” (TI) დაკვირვებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურმა ძირითადად მშვიდ გარემოში, მნიშვნელოვანი ძალადობრივი ინციდენტების გარეშე ჩაიარა. ეს დასკვნა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო შეფასებაშია მოცემული.
    ამასთან, TI გამოკვეთს რამდენიმე პრობლემურ ტენდენციას, რომელიც ამომრჩეველთა შესაძლო მოსყიდვას, კენჭისყრის ფარულობის დარღვევისა და ამომრჩევლის მიუღებელი ხერხებით აღრიცხვას ეხებოდა.
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 2018 წლის 28 ნოემბერს საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტურს 350 ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ორგანიზაციის სტაციონარული დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით 300 საარჩევნო უბანზე იყვნენ გადანაწილებულნი. გარდა ამისა, საარჩევნო პროცესებს 45 მობილური ჯგუფიც ადევნებდა თვალს.
    წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]