• 27/03/2019
    სსო-ების საარსებო გარემოს შესაფასებლად CSO METER შეიქმნა


    თბილისი. საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს შესაფასებლად აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში, შეიქმნა მონიტორინგის ინსტრუმენტი, კითხვარი CSO METER.
    ინსტრუმენტი მოიცავს სტანდარტებისა და ინდიკატორების ჩამონათვალს ათი სხვადასხვა სფეროსთვის და ზომავს, როგორც კანონმდებლობას, ისე - პრაქტიკულ შესაძლებლობებს. ინსტრუმენტის მიზანია სსო-ების საარსებო გარემოს მუდმივი მონიტორინგის განხორციელება და შეფასება. მიღებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება ადვოკატირებისთვის, მის საფუძველზე, ასევე, მომზადდება ქვეყნის ანგარიში.
    ამ ეტაპზე, შემუშავებულია მონიტორინგის ინსტრუმენტის პირველადი ვერსია და მიმდინარეობს მისი შემოწმება. ამ მიზნით, ტარდება გამოკითხვები აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ექვს ქვეყანაში. საქართველოში გამოკითხვას „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" ახორციელებს.
    CSO METER, მონაწილეობითი მიდგომის გამოყენებით, შეიმუშავა ექსპერტთა ჯგუფმა, არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის (ECNL) მხარდაჭერით, ევროკავშირის პროექტის - Monitoring Progress, Empowering Action- ფარგლებში.

 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]