თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 3 ივნისის განაჩენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის ფაქტზე გამოძიებამ ვერ გამოავლინა ყველა შესაძლო პასუხისმგებელი პირი", - ნათქვამია განცხადებაში, - „საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას: გამოავლინოს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს დავით სარალიძის ჯგუფურ მკვლელობაში მონაწილე ყველა პირი; დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე, კერძოდ, კი საგამოძიებო უწყებების იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა განზრახ თუ გაუფრთხილებლობით ჩადენილმა სავარაუდო დანაშაულმა განაპირობა მტკიცებულებების განადგურება და გამოძიების გაჭიანურება; გააცნონ სახალხო დამცველის აპარატს შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების მასალები და პროკურატურაში მიმდინარე სამსახურებრივი შემოწმების მასალები დაუყოვნებლივ და სრულად".
წყარო: სახალხო დამცველის აპარატის ვებგვერდი