• 01/04/2013
    „გაიგე მეტი და იყავი ფრთხილად“ ტრენინგი ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით


    გურია.ორგანიზაცია „ქალები რეგიონული განვითარებისთვის" ახორციელებს პროექტს „გაიგე მეტი და იყავი ფრთხილად", რომლის მიზანია  არალეგალური მიგრაციის, როგორც ტრეფიკინგის ძლიერი საფრთხის გაცნობიერება საზოგადოების მხრიდან ტრეფიკინგის პრევენციის მიზნით. პროექტის ფარგლებში სამიზნე სოფლის სკოლის მაღალი კლასის მოსწავლეთათვის, პედაგოგებისთვის, სათემო მუშაკებისა და სოფლის რწმუნებულთათვის ჩატარდა ტრენინგი, რომლითაც მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ტრეფიკინგის, როგორც საერთაშორისო მძიმე დანაშაულის შესახებ. ტრენინგის მიმდინარეობისას ყველამ ერთხმად აღიარა, რომ ამ პრობლემას ართადერთი გზით შეიძლება გაუმკლავდე, ესაა პრევენცია და მეტი ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისთვის.
    პროექტი ხორციელდება „ქალთა ფონდი საქართველოში" მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში იგეგმება კვლევა არალეგალური მიგრაციის შესახებ სამიზნე სოფლებში.
    წყარო: wdrguria.wordpress.com
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]