კახეთი. 2 აპრილს, თელავის მე–8 საჯარო სკოლაში, PH International-ის პროექტის ფარგლეში შექმნილმა სამოქალაქო განათლების
კლუბმა ჩაატარა თანასწორ–განმანათლებლობის ტრენინგი „ნაადრევი ქორწინება".
ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები და სტუდენტები.
როგორც აქტივობის ინიციატორმა ია ბაჩიაშვილმა განაცხადა დღეს აქტუალური საკითხი ნაადრები
ქორწინებაა:
„მოზარდებში და სტუდენტებში ერთ–ერთი ყველაზე აქტუალური
პრობლემა ნაადრევი ქორწინების საკითხებია. სწორედ ამან განაპირობა ტრენინგის თემის
შერჩევაც. ასევე, შეხვედრაზე შედგა დებატები რის საშუალებითაც უკეთ გახდა შესაძლებელი
არსებული პრობლემების ნათლად გამოხატვა".