• 02/04/2013
    საქველმოქმედო კონცერტი დიაბეტით დაავადებული მოსწავლეებისათვის


    სამცხე–ჯავახეთი. მარტის ბოლოს ,,სამოქალაქო განათლებისა და პედაგოგთა გადამზადების პროგრამის” ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბის ინიციატივითა და სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით,  დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეთა დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი, სახელწოდებით –  „ყველაფერი კარგად იქნება" გამართა.
    საქველმოქმედო აქცია დიაბეტით დაავადებული ორი მოსწავლის დასახმარებლად მოაწყეს, რაშიც კლუბის წევრებს ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი, სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები  დაეხმარნენ.
    სამოქალაქო კლუბის წვერებმა კონცერტზე წარმოადგინეს ლექსები, მინი სპექტაკლები, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები. კონცერტზე დასასწრებად ბილეთები შეიძინეს სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა, სოფლის მოსახლეობამ და მოწვეულმა სტუმრებმა.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]