-
02/04/2013სოფელ ლელიანში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნა

კახეთი.2 აპრილს, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლელიანში ზრდასრულთა განათლების ცენტრი ჩამოყალიბდა. პროექტი, სათემო ცენტრმა "ლელი 1"-მა გერმანული ასოციაციის ხელშეწყობით დაიწყო. განათლების ცენტრი მომავალი თაობის ცოდნის და ინტელექტუალური დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს. განათლების ცენტრის გახსნამდე სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, სადაც მონაწილეობას, ადგილობრივებიც იღებდნენ.

