თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების
ინსტიტუტმა (IDFI) გამოაქვეყნა კვლევა „ელ-ჩართულობის მექანიზმები საჯარო დაწესებულებების
ვებ-გვერდებზე". IDFI პროექტის - „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში"
- ფარგლებში 2012 წლის 1 ნოემბრიდან აწარმოებს დაკვირვებას საქართველოს 23 ცენტრალური
საჯარო დაწესებულებისა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდებზე. შეფასების
სისტემა შემდეგი ნაწილებისგან შედგება: ელ-ინფორმაცია/კომუნიკაცია, ელ-კონსულტაცია,
ელ-გადაწყვეტილების მიღება.
წყარო: idfi.ge