• 03/04/2013
    ადვოკატირება დევნილთათვის პრიორიტეტულ საკითხებზე


    ქვემო ქართლი. პროექტი „იძულებით გადაადგილებულ პირთა ცხოვრების სტაბილიზაცია და მათი საზოგადოებაში ინტეგრირება" ხორციელდება „სიდასა" და „ქეა საერთაშორისოს" მიერ ნორვეგიის მთავრობის მხარდაჭერით.
    დევნილთა საკითხებზე ,,სიდას" ადვოკატირების მენეჯერის  ჯუბა მარუაშვილის თქმით, სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ: დევნილთა ჩასახლებები, ადგილობრივი თვითამმართველობები, ცენტრალური ხელისუფლება, ბიზნესსექტორი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები: ,,პროექტის დასაწყისშივე შევიმუშავეთ ადვოკატირების მეთოდოლოგია. შევხვდით ცენტრალური ხელისუფლებისა და სხვადასხვა სამინისტროების წარმომადგენლებს. შემდგომ ეტაპზე მოეწყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრები იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან, სადაც განთავსებულია დევნილთა ჩასახლებები. პარალელურ რეჟიმში „ქეა საერთაშორისოს" მობილიზატორების დახმარებით შეიქმნა დევნილთა ჩასახლებების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების გეგმები, რომლის ფარგლებში აღწერილ იქნა ყველა დასახლება, იქ არსებული სიტუაცია და დასახულ იქნა აქტივობები."
    ჯუბა მარუაშვილის თქმითვე, დევნილთა ჩასახლებებში გამოკვეთილი ძირითადი პრიორიტეტები ეხება ინფრასტრუქტურულ, კომუნალურ და სოციალურ საკითხებს, როგორიც არის: შიდა გზების მოპირკეთება, კოტეჯების დათბუნება, გაზიფიკაცია, საკანალიზაციო და სარწყავი სისტემების რეაბილიტაცია. მისივე თქმით, პრობლემებია სოციალური მიმართულებითაც. პრობლემათა ჩამონათვალში არის ისეთი საკითხები, რომელიც სცდება მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას და კომპეტენციებს და წარმოადგენს ცენტრალური ხელისუფლების საზრუნავს.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]