• 02/04/2013
    საერთაშორისო გამჭვირვალობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს შესახებ


    თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ეპატობრივი გარდაქმნის ინიციატივას აყენებს. „არსებული საბჭოს დაშლის სურვილი სრულებით გასაგებია. თუმცა, ჩვენი აზრით, ეს შექმნის ძალიან საშიშ პრეცედენტს, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს მომავალშიც მისცემს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას. რა შეუშლის ხელს მომავალ მთავრობას იგივე გააკეთოს და საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელებად ხელისუფლებისადმი უფრო ლოიალური პირები დანიშნოს? ასეთ პირობებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და მენეჯმენტის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობის ყოველი ცვლილებისას სამსახურის დაკარგვის საფრთხის წინაშე დგებიან", ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველო ფიქრობს, რომ უმჯობესია საბჭოს წევრები თანდათანობით ჩანაცვლდნენ, ვიდრე საბჭო ერთბაშად შეიცვალოს.
    წყარო: transparency.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]