• 03/04/2013
    ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა აუტიზმის შესახებ საინფორმაციო კამპანია გამართა


    ქუთაისი. 2 აპრილს ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღე საინფორმაციო კამპანიით აღნიშნა. სპეციალურად ამ დღისთვის ახალგაზრდულმა ცენტრმა ბროშურები მოამზადა და ქალაქის ცენტრალურ უბნებში მსვლელობა მოეწყო. აქცია მიზნად ისახავდა აუტიზმით დაავდებული ადამიანებისთვის სოლიდარობის გამოცხადებას და საზოგადოების ინფორმირებას. ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა მოსახლეობას ბროშურები დაურიგეს. ისინი ქუჩაში გამვლელებს უხსნიდნენ თუ რა არის აუტიზმი.
    ღონისძიებები ორგანიზებული იქნა „საქართველოში ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერების" პროექტის (ANI) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]