• 03/04/2013
    პროექტის შედეგების პრეზენტაცია


    სამეგრელო. 2 აპრილს ზუგდიდში ასოციაცია „დეამ" პროექტის – „ადგილობრივ თვითმმართველობაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდების მონაწილეობის მხარდაჭერა"  – დასკვნითი პრეზენტაცია გამართა.
    ორგანიზაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მადონა ხარებავამ განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოსთან ახალგაზრდული საბჭო ამოქმედდება, რომელიც მუნიციპალიტეტის მასშტაბით პრობლემების იდენტიფიცირებას მოახდენს და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მათი მოგვარების სტრატეგიას დასახავს. საკრებულომ პეტიციის სახით შესული ინიციატივა თებერვალს გამართულ სხდომაზე მოიწონა, თუმცა ამ დრომდე უცნობია საბჭოს ფუნქციონირების ფორმა და ამოქმედების დრო. ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სოფლად მცხოვრებ ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში პრობლემების ფორმულირება და ჩამოყალიბება უჭირთ. ბევრმა მათგანმა კი თემებში გამართული შეხვედრების დროს თვითმმართველობებში საკუთარი წარმომადგენელი პირველად ნახა. საბჭოს მოვალეობა ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების ფოკუსირებაა, ხოლო იდენტიფიცირებული პრობლემების ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წარდგენა იქნება. 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]