• 03/04/2013
    კვლევა - „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე“


    თბილისი.საქართველოს იურისტთა ასოციაციამ  კვლევის - „დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე" - პრეზენტაცია  გამართა.  კვლევის მიზანს იმ სამართლებრივი მექანიზმების ანალიზი წარმოადგენს, რომელთა საფუძველზეც სახელმწიფო შებოჭილია ვალდებულებით, უზრუნველყოს დევნილთა უფლება სათანადო საცხოვრებელზე. ანგარიშში ნაჩვენებია რამდენად ეფექტურია აღნიშნული მექანიზმები და განხილულია ეროვნული სასამართლო პრაქტიკა, რომელიც საცხოვრებლის უფლების ტენდენციებს მოიცავს. „კვლევამ აჩვენა, რომ დევნილის საცხოვრებლის უფლების აღიარების მიუხედავად, ქვეყნის შიდა კანონმდებლობით მკაფიოდ  არ არის  განსაზღვრული ის სტანდარტები, რასაც სათანადო საცხოვრებელი უნდა აკმაყოფილებდეს. კვლევაში წარმოდგენილი სასამართლო საქმეების ანალიზი ცხადყოფს, რომ ხშირად სასამართლო სამართლებრივი ნორმების ფორმალისტურ ინტერპრეტაციას ახდენდა, თუმცა პრობლემას ქმნიდა ისიც, რომ საცხოვრებლის უფლების მნიშვნელოვანი ასპექტები შიდა მექანიზმებში სათანადოდ  არ არის ასახული", ნათქვამია კვლევაში.
    წყარო:gyla.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]