• 03/04/2013
    დასაქმებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭრის პროგრამა პირობით მსჯავრდებულთათვის


    გურია. 1 მაისიდან საზოგადოებრივ ორგანიზაცია გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში იწყება დასაქმებისა და მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა პირობით მსჯავრდებულთათვის.
    დასაქმების პროგრამა მოიცავს ერთთვიან სასწავლო კურსს პირობით მსჯავრდებულთათვის პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საკითხებზე, სტაჟირებასა და უშუალო დასაქმებას სხვადასხვა დაწესებულებაში; მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა მოიცავს მცირე ბიზნესის მართვის ორთვიან კურსს და მიკრო გრანტების პროგრამას ბიზნესის დაწყების მსურველ პირობითმსჯავრდებულთათვის. 
    თითოეულ პროგრამა გათვლილია 30 პირობითმსჯავრდებულზე. ასაკობრივი ზღვარი განისაზღვრება 18-35 წლამდე. ასაკობრივი ზღვარი არ ეხება ქალბატონებს.  პროგრამაში მონაწილეობასთან დაკავშირებული ყველა ხარჯი, მათ შორის სასწავლო მასალები და ტრანსპორტირება, იფარება პროგრამის მიერ. 
    პროგრამაში მონაწილე პირობითმსჯავრდებულებმა უნდა გაირონ რეგისტრაცია გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრში ან გურიის პრობაციის ბიუროში. რეგისტრაცია დაიწყება მიმდინარე წლის 4 აპრილს და გაგრძელდება 20 აპრილამდე.
    წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]