• 03/04/2013
    „პარლამენტმა არ უნდა დაუშვას მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის პრეცედენტი“


    თბილისი. პარლამენტმა არ უნდა დაუშვას საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს დათხოვნის პრეცედენტი - ამის შესახებ დღეს, 3 აპრილს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაციებმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” და „სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენლებმა  განაცხადეს. მათი აზრით, მაუწყებელი არასოდეს ყოფილა მოწოდების სიმაღლეზე, რაც მენეჯმენტის არაეფექტიანი მართვით და მუდმივი პოლიტიკური წნეხით იყო განპირობებული. ორგანიზაციები მიიჩნევენ, რომ სამეურვეო საბჭოს სრული დათხოვნა შექმნის საშიშ პრეცედენტს, რაც საპარლამენტო უმრავლესობებს მომავალშიც მისცემს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სურვილისამებრ შეცვლის შესაძლებლობას.  „ასეთი პრეცედენტის შემთხვევაში, მატულობს პოლიტიკური ჩარევის რისკი არა მხოლოდ საზოგადოებრვი მაუწყებლის, არამედ ყველა იმ სამთავრობო სტრუქტურის საქმიანობაში, რომლებიც პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს უნდა ინარჩუნებდნენ".
    წყარო:media.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]