• 03/04/2013
    განცხადება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გამოწვევები და კოაბიტაცია


    თბილისი. საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ეროვნულ ფორუმშის წევრმა ორგანიზაციებმა განცხადება გაავრცელეს. ისინი მიესალმებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.
    „მიღწეული პროგრესის მიუხედავად, პრობლემატურია  კოაბიტაციის პროცესის თანმდევი  სირთულეების შესახებ როგორც მცდარი ინფორმაციის გავრცელება, ასევე, მისი არასწორი ფორმით საზღვრებს გარეთ გატანა, რამაც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს ევროკავშირთან დაახლოების პერსპექტივებზე, მათ შორის ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების პროცესზე. ერთი მხრივ, ამის ნათელი მაგალითია, ნაციონალური მოძრაობის მიერ ევროინტეგრაციის საკითხებით მანიპულირების ინიცირება ვიწრო პარტიული მიზნების მისაღწევად. ხოლო მეორე მხრივ, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური ძალის ღია დებატი ევროპის სახალხო პარტიასთან და მისი თანმდევი შეფასებები, რაც თანდათანობით ცდება კონსტრუქციულობის ჩარჩოებს. დაპირისპირების ზრდა შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს ქვეყნის იმიჯისა და ინტერესებისთვის", ნათქვამია განცხადებაში.
    არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ყველა შტომ უნდა უზრუნველყოს ევროსტრუქტურებსა და ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან პირდაპირი და ინტენსიური კომუნიკაცია, ზუსტი და დეტალური ინფორმაციის მიწოდებით, რათა ხელი არ შეეშალოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების პროცესს. ამასთანავე, გამოვთქვამთ მზადყოფნას პროცესში ჩართულ ყველა მხარეს მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია.
    წყარო: osgf.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]