• 04/04/2013
    საქველმოქმედო აქცია ახალციხეში


    სამცხე–ჯავახეთი. ახალციხეში, მესამე საჯარო სკოლის ინიციატივით, საქველმოქმედო აქცია გაიმართა. სკოლის მოსწავლეებმა, პირველიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით, პროდუქტი შეიძინეს, თანაბრად გაანაწილეს და ახალციხეში მცხოვრებ მოხუცებს დახმარება გაუწიეს. მოსწავლეებთან ერთად აქციაში აქტიურად ჩაერთვნენ  მშობლები,  მასწავლებლები და ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი.  დასახმარებელთა კატეგორიაში შევიდნენ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი და მარჩენალდაკარგული მოხუცები. როგორც კლუბის წევრებმა აღნიშნეს, თავდაპირველად დახმარება 20 ოჯახზე იყო გათვლილი, მაგრამ შეგროვებული პროდუქტის სიმრავლიდან გამომდინარე, შემოწირულობა 60 ოჯახზე გადანაწილდა.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]