• 04/04/2013
    დებატები „მომავალი პარლამენტარები“


    სამცხე–ჯავახეთი.  ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ტოლოშის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა და სამოქალაქო კლუბის მენტორმა თემაზე  „მომავალი პარლამენტარები", სკოლაში დებატები გამართა, რომელშიც დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები და  სამოქალაქო კლუბის წევრები მონაწილეობდნენ.
    დებატები სამ ეტაპად, სამ თემაზე ჩატარდა. პირველი ეტაპზე  ,,სახალხო პარლამენტარებმა"  იმსჯელეს თუ რა ზიანი და სიკეთე მოაქვს ჰიდროელექტრო სადგურის არსებობას, მეორე ეტაპზე მოსწავლეებმა განიხილეს საკითხი  დაშვებული უნდა იყოს თუ არა საქართველოში ევთანაზია, ხოლო  მესამე ეტაპზე დებატები კულტურული ძეგლების კონსერვაციისა და აღდგენის საკითხებზე გაიმართა.
    საბოლოოდ, ღონისძიება დადებითად შეაფასდა როგორც  პედაგოგების,  ასევე ჟიურის მხრიდან. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრის წარმომადგენელმა სამოქალაქო კლუბს აქტიურობისკენ მოუწოდა.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]