• 04/04/2013
    საბავშვო ბაღებში არსებული კვების სტანდარტების განხილვა


    გურია. 3 აპრილს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა მრგვალი მაგიდა  საბავშვო ბაღებში არსებული კვების ჰიგიენური სტანდარტების შესახებ. მრგვალი მაგიდის მიზანი იყო საბავშვო ბაღების უხარისხო პროდუქტებით მომარაგების პრევენცია, ტენდერების მეტი გამჭვირვალობა და ბავშვთა კვების უსაფრთხოების ნორმების დაცვის საზოგადოებრივი მონიტორინგი.  შეხვედრაში მონაწილეობდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები: ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მშობლები, ჟურნალისტები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის, რაიონის პროკურატურის წარმომადგენლები, „სკოლამდელი აღზრდის ცენტრის" ხელმძღვანელობა და ქალაქის საბავშვო ბაღების მენეჯერები. შეხვედრაზე მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციები ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვისა და ცენტრალური ხელისუფლებისთვის საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებაზე შეთანხმდნენ.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]