-
05/04/2013მრგვალი მაგიდა

გურია.3 აპრილს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები რეგიონალური განვითარების" ინიციატივით, გაიმართა მრგვალი შეხვედრა პროექტის „ერთად ადვოკატირების" და „გზავნილი თვითმმართველობას" –ფარგლებში. შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლები, არაფორმალური ქსელის წევრები და აქტიური თანამოაზრეები. განხილვის საგანი იყო პროექტის ფარგლებში შექმნილ ვებგვერდზე განთავსებული პრობლემების მოგვარების საკითხები.

