-
05/04/2013ტრენინგი ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

ქვემო ქართლი. 3–4 აპრილს, სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდას" ინიციატივით, გაიმართა ორდღიანი ტრენინგი ქვემო ქართლში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის. ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ინფორმირება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე, მათი ინტერესის გაზრდა და ჩართულობის წახალისება ამ სფეროში მიმდინარე პროცესებში. წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში

