• 05/04/2013
    საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული საჯარო ინფორმაცია


    თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საგარეო საქმეთა სამინისტროდან მიღებული სხვადასხვა სახის საჯარო ინფორმაციას აქვეყნებს. „სამინისტრომ არასრულყოფილად მოგვაწოდა ინფორმაცია თანამდებობის პირთა და თანამშრომელთა პრემიების და 2012 წელს დაფინანსებული ღონისძიებების შესახებ. პრემიებთან დაკავშირებით სამინისტრომ მოგვაწოდა მხოლოდ თანამშრომლებსა და თანამდებობის პირებზე გაცემული პრემიების ჯამური რაოდენობა, მაშინ როდესაც მოთხოვნაში მითითებული იყო თანამდებობის პირებზე (ცალ-ცალკე) და თანამშრომლებზე (საერთო რაოდენობა) დარიცხული პრემიების ოდენობა" – ნათქვამია ვებგვერდზე.
    სამინისტროდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 დეკემბრამდე პრემიებზე სულ გაიცა 351 307 ლარი. რაც შეეხება ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, 2012 წელს ღონისძიებებზე გაწეული ხარჯების საერთო რაოდენობამ 124 668 ლარი შეადგინა.
    წყარო: www.opendata.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]