• 05/04/2013
    არასამთავრობოების რეკომენდაცია თბილისის მერს და საკრებულოს


    თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ იმ მძიმე და სახიფათო მდგომარეობის გამო, რომელიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვავენების სფეროში შეიქმნა. თბილისის მერისა და საკრებულოსადმი მიმართვაში აღნიშნულია, რომ თბილისში არადამაკმაყოფილებელი ეკოლოგიური მდგომარეობაა, რასაც თან ერთვის ქალაქის მწვანე საფარის მდგომარეობა. არასამთავრობოები ასე ხაზს უსვამენ გამწვანების სფეროში შესყიდვების პროცესში არსებულ პრობლემებს. „ჩვენი აზრით, ზემოხსენებული პრობლემების ძირითადი მიზეზი ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ კანონმდებლობით მასზე დაკისრებული ფუნქციების არაჯეროვნად შესრულებაა", ნათქვამია განცხადებაში. ხელმომწერი ორგანიზაციები რეკომენდაციით მიმართავენ ქალაქის მერსა და საკრებულოს – „განიხილონ ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურისა და მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელობის თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი".
    წყარო: www.transparency.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]