• 06/04/2013
    „საერთაშორისო გამჭვირვალობა “ ფინანსთა სამინისტროს სასამართლოში უჩივის


    თბილისი.„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ" 5 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა. ორგანიზაცია მოითხოვს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანებისა და მის საფუძველზე გამოცემული შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გაუქმებას, „რითაც მცირე და საშუალო გადამზიდველებს შეეზღუდათ საბაჟო პროცედურების გავლა და დომინირებულ მდგომარეობაში აღმოჩნდა საქართველოს ფოსტა. შეგახსენებთ, რომ ფინანსთა მინისტრის №30 ბრძანებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანა-გატანასთან და დეკლარირებასთან დაკავშირებულ პროცედურებში არსებითი ცვლილებები შევიდა, რამაც საქონლის გადაზიდვის საქმიანობით დაკავებულ მეწარმეებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა".
    წყარო: transparency.ge
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]