• 18/04/2013
    დისკუსია ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის შესახებ თელავში


    კახეთი. 17 აპრილს, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კანონპროექტის შესახებ დისკუსია გაიმართა. კანონპროექტის შესახებ კითხვებს უპასუხა და რეკომენდაციები წარადგინა  საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) აღმასრულებელმა დირექტორმა დავით მელუამ:
    ,,დღევანდელი შეხვედრის მიზანი იყო ის, რომ გვესაუბრა თვითმმართველობის რეფორმის იმ კონცეფციაზე, რომელიც წარმოდგენილია და განიხილება რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისრტოს მიერ. ვისჯელეთ გარკვეულ ასპექტებზე".
    ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის კანონპროექტის შესახებ დისკუსია მიზნად ისახავს ფართო საზოგადოების ინფორმირებას კანონპროექტში გაწერილი რეფორმის დადებით და უარყოფით შედეგებზე, განხორციელებადობაზე, ეფექტებსა და უკუეფექტებზე, გამოწვევებსა და უპირატესობებზე. 
    შეხვედრის ორგანიზატორები არიან არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის სამოქალაქო ლიგა და თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, ხოლო პროექტის მხარდამჭერები ადგილობრივი დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი, სამოქალაქო საზოგადოების კვლევებისა და განვითარების ცენტრი და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" თელავის ოფისი.



 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]