• 18/04/2013
    დისკუსია დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში


    აჭარა. 17 აპრილს,ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საჯარო დისკუსია გაიმართა თემაზე - "აჭარის სანაპირო ზოლი და მისი ნაპირგამაგრებითი ალტერნატივა". გასულ თვეში მომხდარმა ექვსბალიანმა შტორმა აჭარის სანაპირო ზოლს მილიონობით ლარის ზარალი მიაყენა. სპეციალისტების ნაწილის განცხადებით ყოველივე გამოწვეული იყო ინფრასტრუქტურული სამუშაობების არასწორად წარმართვითა და სამშენებლო ნორმების უგულვებელყოფით.
    შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს თუ რატომ არ ხდებოდა საკმარისი რაოდნეობით ინერტული მასალის შეტანა ზღვაში და რატომ მიმდინარეობდა პლაჟზე მძიმე კონსტრუქციების მშენებლობა?! ასევე, ისაუბრეს იმაზე, თუ რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ პოტენციალური სტიქიის დროს მაქსიმალურად შემცირდეს ზარალი. მომხსენებლები აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი ვახო წულაძე და ამავე სამმართველოს ადმინსიტრაციული სამსახურის ხელმძღვანელი არჩილ კუპრეიშვილი იყო.



 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]