• 23/04/2013
    საბჭოთა ანაბრების კვლევის რეგიონული ტურნე


    „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია" საბჭოთა ანაბრების კვლევის ფარგლებში რეგიონულ ტურნეს განაგრძობს. „აფბა"  საქართველოს 11 რეგიონს ესტუმრება და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, მედია-საშუალებებთან და სამეცნიერო წრეებთან გამართავს შეხვედრებს. 
    „აფბას" წამომადგენლებმა უკვე გამართეს შეხვედრები ახალციხეში, გორში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმში და ოზურგეთში. „აფბას" მიერ ორგანიზებულ შეხვედრებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები და მედია-საშუალებები დაესწრნენ. შეხვედრებზე მათ დოკუმენტური ფილმის - „თავისუფლების ხარკი" ჩვენებაც მოაწყვეს.
    შეხვედრები რეგიონებში 2 კვირას გასტანს და ახალგაზრდა ფინანსისტები მარნეულის, თელავის, გურჯაანის და რუსთავის სამოქალაქო საზოგადოების წევრებს შეხვდებიან.
    წყარო:ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში



 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]