• 29/04/2013
    მარათონი სოლიდარობის ნიშნად


    გურია.27 აპრილს ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალების რეგიონის განვითარებისთვის" ორგანიზებით გაიმართა მარათონი ბოსტონის ტრაგედიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის ნიშნად. 15 აპრილს ბოსტონის მარათონში 23 ათასი ადამიანი მონაწილეობდა 90 ქვეყნიდან. მარათონის მიმდინარეობისას განხორციელდა ტერაქტი, რომლის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და 176 დაშავდა. ოზურგეთის მცხოვრებლებმა ტრაგედიის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობას სიმბოლური გარბენით გამოხატეს. გარბენი დაიწყო და დასრულდა ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან. ცენტრთან გამოფენილი იყო ბისტონის ტრაგედიის ამსახველი ფოტომასალა. სიმბოლურ გარბენში მონაწილეობა 120-მდე ადამიანმა მიიღო. გამარჯვებულებს სიმბოლური პრიზები გადაეცათ.
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]