• 29/04/2013
    ინტენსიური კურსი: ამერიკის მთავრობა და დემოკრატიული მოქალაქეობა


    თბილისი. IREX-ის და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უმასპინძლებს Fulbright-ის ამერიკელ პროფესორს, ჯეისონ ლინდსის (Ph.D Columbia University), რომელიც 2 კვირის განმავლობაში წაიკითხავს ლექციათა ინტენსიურ კურსს: ამერიკის მთავრობა და დემოკრატიული მოქალაქეობა. კურსის ფარგლებში სტუდენტები გაეცნობიან ამერიკის მთავრობის მოწყობისა და ფუნქციონირების ძირითად მახასიათებლებს. ასევე სამოქალაქო უფლებათა მოძრაობების ისტორიას, მიზეზებსა და შედეგებს.
    კურსი გაიმართება 4-14 ივნისამდე, ყოველდღიურად (კვირის გარდა) საღამოს საათებში. დარეგისტრირება შეუძლია ნებისმიერი უნივერსიტეტის ყველა კურსის სტუდენტს. თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები ინტენსიური კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მიიღებენ 5 სასწავლო კრედიტს. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. კურსის სამუშაო ენა არის ინგლისური. საჭიროების შემთხვევაში მოხდება ლექციების თარგმანი. ინტენსიური კურსის გავლის მსურველებმა გამოგზავნეთ თქვენი CV, შემდეგ მისამართზე: [email protected]
    განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 15 მაისი.დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგ ნომრებზე: 598478797, 555150555
    წყარო: IREX
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]