• 01/05/2013
    არღვევდა თუ არა არქიფო სეთური რომან „დათა თუთაშხიას“ სხვა პერსონაჟების უფლებებს?


    იმერეთი.არასამთავრობო ორგანიზაციის „ლიბერალური კლუბის" დახმარებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, 27 აპრილს, ანდრია რაზმაძის სახელობის 41 საჯარო სკოლის მეცხრეკლასელებთან ერთად, ჭაბუა  ამირეჯიბის რომანის „დათა თუთაშხიას" მიხედვით იმიტირებული სასამართლო პროცესი გამართეს. ღონისძიების მიმდინარეობისას მსჯელობა ეხებოდა ნაწარმოების ერთ-ერთი მთავარი გმირის არქიფო სეთურის მიერ, სხვა პერსონაჟების უფლებების დარღვევას. სხდომის დასრულებისას დამწრე პირებმა და მოსწავლეებმა  პროცესი დადებითად შეაფასეს და მსგავსი ღონისძიებების ხშირად გამართვის სურვილი გამოთქვეს.
    წყარო: ლიბერალური კლუბის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]