• 01/05/2013
    ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობოებისა და ახალგაზრდებისთვის


    სვანეთი.  კონსულტაციებისა და ტრენინგების ცენტრის პროექტის  „ზემო სვანეთში ადგილობრივი ინიციატივების ხელშეწყობა ახალგაზრდებისა და ორგანიზებული ჯგუფების გაძლიერების მეშვეობით" ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება საგრანტო კონკურსი სვანეთის მუნიციპალიტეტში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ახალგაზრდებისთვის.
    საგრანტო კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს ზემო სვანეთში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციების გაძლიერებას და ზემო სვანეთის თემების გააქტიურება. ასევე მცირე გრანტები ხელს უწყობს საზოგადოებრივი საჭიროებების მოგვარებაში ახალგაზრდების ჩართულობას და ამ მიზნით მხარს უჭერს ახალგაზრდულ ინიციატივებს.
    2013 წლის რაუნდში დაფინანსდა 4 პროექტი, რომლებიც ადგილობრივისამოქალაქო ორგანიზაციების მიერ განხორციელდება დაბა მესტიაში, ლატალსა და ჭუბერში.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]