• 01/05/2013
    დებატები: „სამართლიანი არჩევნების როლის დემოკრატიული განვითარების პროცესში“


    თბილისი. მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს ფინანსური მხარდაჭერით ეწყობა სტუდენტური დებატები თემაზე: სამართლიანი არჩევნების როლი დემოკრატიული განვითარების პროცესში. სტუდენტური დებატები ჩატარდება საქართველოს ხუთ საუნივერსიტეტო ქალაქში: ახალციხე, ბათუმი, თბილისი, თელავი, ქუთაისი. ყოველ ქალაქში გამოვლინდება გამარჯვებული გუნდი, რომლის წევრებს დააჯილდოვებენ და მიიწვევენ საზაფხულო სკოლაში 2013 წლის აგვისტოში. დებატების მიზანია სტუდენტებს შორის არჩევნების თემაზე მსჯელობის წახალისება; სამოქალაქო მონაწილეობისა და არგუმენტირებული საჯარო დისკუსიის პოპულარიზაცია; ახალგაზრდებში არგუმენტირებული დისკუსიის უნარ-ჩვევების განვითარება. დებატებში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის სტუდენტებს. მასში მონაწილეობის მსურველებს სრული ინფორმაციის გაცნობა და რეგისტრაციის ფორმის ნახვა შეუძლიათ ვებ-გვერდზე www.participare.ge ან www.cipdd.org.
    წყარო: ინსტიტუტის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]