• 02/05/2013
    ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში


    თბილისი. თავისუფლების საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აცხადებს კონკურსის – ,,ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" – მეორე რაუნდს.
    ევროკავშირის პრიზს ოფიციალურად წარადგენს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ფილიპ დიმიტროვი. ჟურნალისტებსა და დამსწრე საზოგადოებას მიეცემა საშუალება ევროკავშირის წარმომადგენლებთან ერთად დეტალურად განიხილონ კონკურსის პირობები და საპრიზო კატეგორიები.
    „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" მიზნად ისახავს ქართულ პრესაში, ტელევიზიაში, რადიოსა და სოციალურ მედიაში ისეთი ჟურნალისტური ნაშრომების გამოვლენას, რომლებიც ხელს უწყობენ ევროკავშირის ღირებულებების უკეთ გაგებას, შესრულებულია პროფესიულ დონეზე და დაცულია ჟურნალისტური ეთიკის მაღალი სტანდარტი.
    კონკურსი საქართველოში პირველად 2012 წელს ჩატარდა.
    8 მაისსვე 16:00 საათზე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სასტუმრო „ამბასადორიში" გამართავს დისკუსიას თემაზე ჟურნალისტური ეთიკის მთავარი ღირებულებები და პრინციპები. შეხვედრის დროს განიხილება კონკურსის შეფასების კრიტერიუმებიც.

    წყარო: media.ge

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]