-
23/05/2013სამუშაო შეხვედრა ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით

აჭარა. 22 მაისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა. ამჯერად, ადგილობრივ არქიტექტორებს და სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი პროექტის გაცნობა და მასში ჩართულობის მოწოდება იყო. ბათუმის ურბანული განვითარების სტარტეგიის გეგმის შემუშავება მაისი-აგვისტოს განმავლობაში დასრულდება, რომელშიც მოწვეულ ექსპერტებთან ერთად ადგილობრივი არქიტექტორების, მოქალაქეები და სხვა დაინტერესებული პირებიც ჩაერთვებიან.

