• 06/06/2013
    თვითმმართველობის რეფორმის საზოგადოებრივი საბჭო არასამთავრობოებს შეხვდა


    გურია.5 ივნისს, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით თვითმმართველობის რეფორმის მრჩეველთა საზოგადოებრივი საბჭოს წევრები კონსტანტინე კანდელაკი და მამუკა აბულაძე ოზურგეთის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ. თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლებმა  არასამთავრობო ორგანიზაციებს საბჭოს საქმიანობა გააცნეს და საქართველოს თვითმმართველობის კოდექსის ახალ პროექტზე იმსჯელეს.
    შეხვედრა – „ადგილობრივი თვითმმართველობის საზოგადოებრივი მრჩეველთა საბჭოს ხელშეწყობის პროექტის" ფარგლებში ჩატარდა. პროექტი ხორცილედბა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მართვის საერთაშორისო სისტემების (MSI - Management Systems International) მხარდაჭერით.  პროექტს ახორციელებს ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო".
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]