• 14/06/2013
    თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესებზე


    თბილისი. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაცია შეშფოთებულია ბოლო პერიოდში ადგილობრივ თვითმმართველობებში მიმდინარე პროცესების გამო. „არ სრულდება და უგულვებელყოფილია ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონალურ ხელისუფლებათა კონგრესის მიერ ამა წლის მარტის სესიაზე მიღებული რეკომენდაცია. ჩვენ გამოვთქვავთ შეშფოთებას სამტრედიის, ოზურგეთის, გურჯაანის და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე სხვადასხვა სახის ზეწოლის ფაქტების გამო. ვთვლით, რომ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებები ნებისმიერ დონეზე - ეს იქნებიან უმაღლესი პირები თუ სოფლის რწმუნებულები, ეწინააღმდეგება ევროპულ ქარტიას. ასოციაცია დააკვირდება ადგილობრივ თვითმმართველობებში განვითარებულ მოვლენებს და თითოეულ ფაქტზე მოახდენს შესაბამის რაეგირებას და, რა თქმა უნდა, მიაწვდის ინფორმაციას ევროპულ სტრუქტურებს", ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]