აჭარა. 13 ივნისს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ერთი წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. ერთი წელია აღნიშნული ცენტრი წარმოადგენს თავისუფალ სადისკუსია სივრცეს, რომლითაც სარგებლობა შეუძლია არამარტო სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, არამედ პოლიტიკურ პარტიებს და კერძო პირებსაც. დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრი USAID-ის
ერთ–ერთ პროექტს წარმოადგენს, რომელიც უახლოეს ხანში სრულდება. დამსწრე საზოგადოებამ დასვა
საკითხი მომავალშიც მსგავსი ტიპის, სადისკუსიო სივრცის აუცილებლობის შესახებ.
საზოგადოების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით მუშაობას დაიწყებენ.