• 05/07/2013
    დისკუსია – თვითმმართველობის მოხელეებისთვის პრემიების გაცემის საკითხებზე


    სამეგრელო. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ზუგდიდის ოფისმა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოხელეებისთვის პრემიების გაცემის საკითხებზე დისკუსია გამართა. ფილიალის წარმომადგენლებმა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინეს. შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
    დისკუსიის დროს გადაწყდა, რომ ორგანიზაციის რეგიონული წარმომადგენლობა ზუგდიდში უკვე შემუშავებულ რეკომენდაციებს გადაუგზავნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რათა ადმინისტრაციულმა ორგანომ სპეციალური დადგენილება შეიმუშავოს პრემიების გაცემის პრაქტიკის დასარეგულირებლად. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა თანხმობა განაცხადეს, შეიქმნას სპეციალური სამუშაო ჯგუფი, რომლის მუშაობაში მონაწილებას საჯარო და არასამთავრობო სექტორი მიიღებს.
    წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]