• 26/08/2013
    მინისტრის პასუხი არასამთავრობოების საჩივარზე


    აჭარა. 23 აგვისტოს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა გამოსცა ბრძანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეტანილ საჩივართან დაკავშირებით. 22 აგვისტოს ბათუმში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილმა სამინისტროს საჩივრით მიმართა,  რომლითაც ითხოვდნენ ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემას ბრძანების მოქმედების შეჩერებაზე. საქმე ეხება ზუბალაშვილის 39–ში  კულტურული მემკვიდერობის ძეგლის რეაბილიტაციისა და თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას  
    მინისტრის ბრძანებით აღნიშნულ საქმეზე დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება. მინისტრისვე ბრძანებით, 23 აგვისტოდან შეჩერდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ გამოცემული ბრძანება ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით.



 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]