• 29/08/2013
    არასამთავრობოების განცხადება სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ


    თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციებმა სოფელ ჭელაში განვითარებული მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს. „26 აგვისტოს საბაჟო სამსახურის მიერ განხორციელებული ღონისძიებისას მოხელეთა ქმედებებში იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაც აუცილებლად უნდა გახდეს საქართველო მთავარი პროკურატურის ძიების საგანი.
    შესაბამისად, მოვუწოდებთ მთავარ პროკურორს, დაიწყოს გამოძიება ხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით და პასუხისგებაში მიეცნენ ის მოხელეები და თანამდებობის პირები, რომელთა უკანონო მოქმედებებმაც უხეშად ხელყვეს სოფელ ჭელას მოსახლეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლებები", ნათქვამია განცხადებაში. 
    განცხადებას ხელს აწერენ: საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI), ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI), ეთნოსთაშორის თანამშრომლობისა და კონსულტაციების ანალიტიკური ცენტრი (ACICC), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA), მედიის განვითარების ფონდი (MDF), ფონდი ALPE, მრავალეროვანი საქართველო, ადამიანის უფლებათა  სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC).
    წყარო: gyla.ge



 
 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]