|
საქართველოს პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი
|
|
![]() |
2013 წლის 12 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტში საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელს აწერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მას 145–მდე საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი შეუერთდა. მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს. მემორანდუმი პარლამენტსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის ახალ სტანდარტებს აწესებს. როგორც აღვნიშნეთ მემორანდუმი ღია დოკუმენტია და მასთან მიერთება შეუძლია საქართველოში მომუშავე ნებისმიერ საზოგადოებრივ ორგანიზაციას, რომელიც იზიარებს მემორანდუმის შინაარსს. მიერეთება შესაძლებელია ელ–ფოსტის საშუალებით ([email protected]), ან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში მისვლით და დოკუმენტზე ხელმოწერით (მისამართი: თბილისი, 26 მაისის მოედანი 2. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი). |
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფცია |
|
|
|
საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის დოკუმენტის პირველად ტექსტზე მუშაობა დასრულებულია. კონცეფცია წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების პოლიტიკის უმთავრეს საპროგრამო დოკუმენტს, რომლის მიზანია წაახალისოს სამოქალაქო ინიციატივები, შექმნას საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის საჭირო გარემო და უზრუნველყოს მათი რეალური მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. |
|
|
|
|
ღია მმართველობა საქართველო
|
|
| საქართველოს პარლამენტისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლობით შეიქმნა „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა", რომლის მიზანია უზრუნველყოს „ღია მმართველობის პარტნიორობის" და საპარლამენტო ღიაობის დეკლარაციის პრინციპების შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ღიაობა და საპარლამენტო ინფორმაციის გამჭვირვალობა, აგრეთვე, ხელი შეუწყოს საპარლამენტო საქმიანობასა და საკანონმდებლო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას. „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმა" ითვალისწინებს 18 ვალდებულებას, რომლებიც შემუშავებულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2015 წლის 12 თებერვლის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ინტერფრაქციული ჯგუფისა და „საქართველოს ღია პარლამენტის სამუშაო ჯგუფის" მონაწილე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ. „საქართველოს ღია პარლამენტის სამოქმედო გეგმის" ვალდებულებები ჩამოყალიბებულია „ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ოთხი ძირითადი პრინციპის შესაბამისად, კერძოდ, ეს პრინციპებია: ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, მოქალაქეთა ჩართულობა, ანგარიშვალდებულება, ტექნოლოგიები და ინოვაცია. დოკუმენტი... |
|

