სხვადასხვა - საბანაკე პოზიციები
სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" პროექტის ფარგლებში - "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში" აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ "ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი" ემსახურება აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაციას, ასევე ბავშვებთან და ახალგაზრდობასთან დაკავშირებულ საკითხებზე საერთაშორისო ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას. გაცნობებთ, რომ 2018 წელს ევროკომისიის მიზნობრივი გრანტის ფარგლებში ცენტრი ახორციელებს პროექტს - "ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში". ბანაკის მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში ტოლერანტული გარემოს, თანამშრომლობისა და მულტიკულტურული ახალგაზრდული პლატფორმის შესაქმნელად.
ბანაკი წარმოადგენს საქართველოში ევროპული სკოლის მოსამზადებელ ეტაპს. ევროპული სკოლაში 2 წლის მანძილზე ისწავლის 30 ახალგაზრდა საქართველოდან და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან.
ბანაკი 9 აგვისტოს გაიხსნება და 29 აგვისტოს დაიხურება.
წყარო:jobs.ge
ბმული

გამომცხადებელი
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

გამოცხადების თარიღი
03.07.2018

განაცხადის ბოლო ვადა
06.07.2018

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]