გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) - 2019 წლის კონკურსი
გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიაზე განაცხადების შეტანის ვადა 2018 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა!
გერმანიის პარლამენტი ბერლინის უნივერსიტეტებთან ერთად ყოველ წელს თავისი პროგრამის „საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია" (IPS) ფარგლებში პოლიტიკურად დაინტერესებულ ახალგაზრდებს 42 ქვეყნიდან აძლევს უნიკალურ შანსს, უშუალოდ გაეცნონ პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესებს.
პროგრამა გათვლილია დასრულებული საუნივერსიტეტო განათლების მქონე, პოლიტიკურად დაინტერესებულ, ოცდაათ წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე, რომლებსაც თავიანთ სამშობლოში დემოკრატიული ღირებულებებისათვის აქტიურად საქმიანობა სურთ. პროგრამა გრძელდება 2019 წლის პირველი მარტიდან 31 ივლისამდე.
დაწვრილებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბუნდესთაგის შემდეგ მისამართზე: www.bundestag.de/ips
წყარო: გერმანიის საელჩოს გვერდი სოციალურ ქსელში

ბმული

გამომცხადებელი
გერმანიის პარლამენტი, ბერლინის უნივერსიტეტი

განაცხადის ბოლო ვადა
31.07.2018

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]