კონკურსი: „ერთმანეთის კვალდაკვალ“ - ამბები აზერბაიჯანში, სომხეთში, საქართველოში და რუსეთში კულტურის საერთო ასპექტებზე
ტრენერთა ტრენინგი გააერთიანებს რუსეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და საქართველოს მოქალაქეებს მოიძიონ და გამოაქვეყნონ ამბები ერთმანეთის კულტურის საერთო ასპექტებზე.
პროექტის მიზანია მისცეს ადამიანებს შესაძლებლობა, პროფესიონალი ტრენერების დახმარებით, გაიუმჯობესონ მედია უნარები, როგორც მოქალაქე ჟურნალისტებმა. „მოქალაქე ჟურნალისტები" მომზადდებიან ფოტო ჟურნალისტიკაში, ვიდეოგრაფიაში, წერასა და მულტიმედია/სოციალური მედიის უნარებში. ამბები გამოქვეყნდება ონლაინ და ბროშურის სახით. 
პროექტის მეორე მიზანია მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ნაწილობრივ, რთულ პოლიტიკურ ვითარებას უმკლავდებიან, მისცეს შესაძლებლობა აპოლიტიკური მოსაზრებები გამოთქვან/გააზიარონ და უკეთ გაიცნონ ერთმანეთი.
ამ ქვეყნების 5 წარმომადგენელი, აგვისტოს ბოლოს, რუსეთის ქალაქ ულიანოვსკში შეიკრიბება და წარმოადგენს ამბებს მათ მშობლიურ ქვეყნებში რუსული კულტურის კვალზე, ასევე, გამოიკვლევენ და წარადგენენ, თავის მხრივ, ამბებს კავკასიური კულტურის/ყოფის კვალზე ქალაქ ულიანოვსკში.
თითოეული ქვეყნის ჯგუფს გააერთიანებს მენტორი, რომელიც აირჩევს კონკურსში მონაწილე „მოქალაქე ჟურნალისტებს" მშობლიურ ქვეყანაში, კოორდინირებას გაუწევს ჯგუფის აქტივობებს, რუსეთში ვორქშოფის მიმდინარეობის პარალელურად. სამუშაო შეხვედრის შემდეგ ის უზრუნველყოფს ონლაინ კონკურსის ჩატარებას საკუთარ ქვეყანაში და აირჩევს სამ „მოქალაქე ჟურნალისტს".
აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს და რუსეთის სამი „მოქალაქე ჟურნალისტი" და ერთი მენტორი, აგვისტოს ბოლოს, ერთმანეთს შეხვდებიან რუსეთში, ქალაქ ულიანოვსკში, რათა განავითარონ და გაიუმჯობესონ მედია უნარები წერაში, ფოტოგრაფიაში, ვიდეოგრაფიაში, მულტიმედია ამბების თხრობასა და სოციალურ მედიაში. პროექტი ეძებს დაინტერესებულ ადამიანებს და არა პროფესიონალ ჟურნალისტებს, თუმცა ჟურნალისტიკის რომელიმე სფეროში გამოცდილება მისაღებია. მონაწილე უმჯობესია საუბრობდეს რუსულად და ინგლისურად ან სულ მცირე, ერთერთ ენაზე მაინც. 
წყარო: georgien.blogspot.com

ბმული

გამომცხადებელი
KULTUR ACTIV

გამოცხადების თარიღი
29.07.2018

 
 
Close
 
  • მოგწონთ თუ არა საიტი?
  • რას შეცვლიდით ან დაამატებდით საიტზე?
  • ვის წარმოადგენთ?

 

FB like button
 
თბილისი 0171 / 26 მაისის მოედანი 2 / V სართული
ტელ (995 32) 2 365 675 / ფაქსი (995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა [email protected]